დავით კოდუა: ანა წითლიძემ ზუგდიდში საკუთარ უბანში არჩევნები წააგო, თავისი ჭიშკრის მეზობლების ნდობაც კი ვერ დაიმსახურა

„ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა, ანა წითლიძემ საკუთარ საარჩევნო უბანზე არჩევნები წააგო.

წითლიძემ ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე მოსული 904 ამომრჩევლიდან მხოლოდ 136 ხმა აიღო, “ქართულ ოცნებას” კი 414-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

„რაც შეეხება მოქმედ დეპუტატს, თუ ყოფილ დეპუტატს ანი წითლიძეს, ამ ქალაქში მან სრულად დაკარგა ნდობა, მათ შორის თავის უბანშივე წააგო. მან თავისი ჭიშკრის მეზობლების ნდობაც კი ვერ დაიმსახურა თავის უბანში. ისინი არიან გარიყული ძალა. ჩვენმა მოსახლეობამ მათ საბოლოოდ უთხრა უარი და დარწმუნებული ვარ ზუგდიდელები ყოველთვის უარს ეტყვიან იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრებას გვიკრძალავდნენ”, – განაცხადა დავით კოდუამ დღეს მედიისთვის მიცემულ კომენტარში.

ჯამურად, ზუგდიდის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ” 50,85 პროცენტი აიღო (27 789 ხმა), კოალიცია ცვლილებებისთვის 19,84% (10842 ხმა), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 12,97% 7064 ხმა), „გახარია-საქართველოსთვის” 6,48% (3542 ხმა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები