სომხეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვებას  ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

“ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას სომეხი და ქართველი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ”, – წერს ფაშინიანი  სოციალურ ქსელ X-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები