ეკა სეფაშვილი: „ქართული ოცნების” გამარჯვება სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორის ერთ პინაზე იდო მშვიდობა, განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, ხოლო მეორე პინაზე არაფერი არ იდო, გარდა რევოლუციური გადატრიალებისა

„ქართულმა ოცნებამ” ძალიან  დიდი უპირატესობით, ფაქტობრივად, 44 და მეტი %-ით გადაასწრო ოპოზიციურ პარტიებს”, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალები ყველანაირად ცდილობდნენ არჩევნების მშვიდი და დემოკრატიული პროცესისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა არ გამოუვიდათ.
„ეს სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორის ერთ პინაზე იდო მშვიდობა, განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, ხოლო მეორე პინაზე არაფერი არ იდო, გარდა რევოლუციური გადატრიალებისა, რასაც ხალხი კარგად ხედავდა.

იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიები მიხვდნენ, რომ პირწმინდად აგებდნენ, დღის ბოლოს მეტი პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ამ მშვიდი და დემოკრატიული პროცესისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა არ გამოუვიდათ”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები