“უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის ფორმებს” – გახარია

პარტიის – “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ, ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

მისი თქმით, ახლა უიმედობის დრო არ არის.

“მინდა, საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ახლა არ არის უიმედობის დრო. ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის ფორმებს”, – განაცხადა გახარიამ ბრიფინგზე.

საარჩევნო უბნების 99.65 პროცენტის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54,09 პროცენტით ლიდერობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები