“არჩევნები შედგა, ელექტრონულმა სისტემამ არჩევნების ყოველგვარი დელეგიტიმაციის შესაძლებლობა გააქარწყლა” – ქადაგიშვილი

“კახეთშიც გამორჩეულად მაღალი შედეგები მივიღეთ – ისეთი შედეგები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა, მათ შორის, ქალაქ თელავშიც”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

მან ჩატარებული არჩევნების შესახებ გააკეთა კომენტარი.

“ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი იყო ქართველი ხალხის სურვილი, რომ შეენარჩუნებინა ამ ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, პროგრესი, ყოფილიყო ერთგული თავისი ტრადიციების და ამ გზით გვევლო ევროპისაკენ. არჩევნები შედგა, ვერცერთი კონკრეტული ფაქტი ვერც წინა საარჩევნოდ და ვერც არჩევნების დღეს ვერ მოიტანეს. ელექტრონულმა სისტემამ არჩევნების ყოველგვარი დელეგიტიმაციის შესაძლებლობა გააქარწყლა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები