ეგვიპტემ შესაძლოა, რუსეთისგან 3 მილიარდი დოლარის იარაღი შეისყიდოს

   მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და ეგვიპტის მომავალ პრეზიდენტს აბდელ ფატახა ას-სისის შორის შესაძლოა, 3 მილიარდი დოლარის შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდეს. ეს კონტრაქტი ქვეყნებს შორის 40 წლის მანძილზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პირველ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს. მოლაპარაკებები ასევე, ,,ორს პლუს ორის“ ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოუგუსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთანაც შედგა. ას სისი, თავის მხრივ, რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარებას დაჰპირდა. თუკი რუსეთი და ეგვიპტე ხელს მოაწერენ იარაღის მიწოდების თაობაზე კონტრაქტს, მაშინ ეს იქნება სამხედრო – ტექნიკური თანამშრომლობის პირველი გამოვლინება, 1972 წლის მერე, როცა არაბეთის პრეზიდენტის სადათის მოთხოვნით, საბჭოთა სამხედროებმა დატოვეს ქვეყანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები