“შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცედურები ძალიან მშვიდ გარემოში, გამართულად მიმდინარეობდა” – ოლტა ქეივანი

“მინდა, არჩევნების დღესთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნის შედეგები შევაჯამო. თბილისის მასშტაბით, დიდ და მცირე საარჩევნო უბნებს დავაკვირდით. ჩვენი სადამკვირვებლო მისიის სამუშაო დაეყრდნო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს”, – ამის შესახებ “ალბანეთის საარჩევნო სისტემის განვითარების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა, ოლტა ქეივანმა განაცხადა.

მან საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეაფასა.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცედურები ძალიან მშვიდ გარემოში, გამართულად მიმდინარეობდა. უბნებზე, კომისიის წევრები ძალიან კარგად ართმევდნენ თავს საკუთარ ფუნქცია/მოვალეობებს. საარჩევნო პროცესი ეფექტურად და მართებულად წარმართეს”, – განაცხადა ოლტა ქეივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები