“მომავალი წლის პირველივე თვეებიდან დაიწყება ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა ევროკავშირსა და აშშ-სთან, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი” – პრემიერი

“ვფიქრობ, მაქსიმუმ, მომავალი წლის პირველივე თვეებიდან დაიწყება ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა ევროკავშირსა და აშშ-სთან, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

“ჩვენი მთავარი საგარეო პრიორიტეტი გახლავთ ევროკავშირში ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩვენ უკიდურესად არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს დღეს. ვფიქრობთ, მალევე გამოჩნდება პირველი ნიშნები ამ მიმართულებით, მომავალი წლის პირველივე თვეებიდან ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთება, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ევროკავშირისა და აშშ-სთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები