“პრეზიდენტს შეუძლია, უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ის პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს” – პრემიერი

“რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეუძლია, უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ის პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“პირველი სხდომის გამართვისთვის ათდღიანი ვადაა განსაზღვრული კონსტიტუციით. მეათე დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი და გაიმართება პირველი სხდომა. ამას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიურო. ანუ, აქ არავითარი საბოტაჟის რესურსი პრეზიდენტს არ აქვს, რომც დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია უხეში ფორმით. აქ პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური კომპეტენცია აქვს და აქაც რა თქმა უნდა მას შეუძლია უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ის პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს“, – განმარტა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები