”არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, მიღებულმა გამოცდილებამ დაადასტურა ჩვენი რწმენა, რომ საქართველო დემოკრატიის ერთგულია” – საერთაშორისო დამკვირვებელი ფანი ლაიკო

”არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, მიღებულმა გამოცდილებამ დაადასტურა ჩვენი რწმენა, რომ საქართველო დემოკრატიის ერთგულია”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელი, ფანი ლაიკო აცხადებს.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, 5 საარჩევნო უბანი მოინახულა.

„ჩვენ აქ ვართ, რათა გაგიზიაროთ ჩვენი ობიექტური გამოცდილება, როგორც საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრებისა, რომელთაც ჰქონდა პრივილეგია, დაკვირვება გვეწარმოებინა საქართველოში გამართულ არჩევნებზე. ჩვენი ვიზიტის ფარგლებში მოვინახულეთ ხუთი საარჩევნო უბანი. მათ შორის თბილისში და რეგიონებში. ჩვენი დაკვირვების დროს ვნახეთ კარგად ორგანიზებული საარჩევნო პროცესი. ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეცათ ხმა დაბრკოლების გარეშე, ინციდენტებისა და ძალადობის შემთხვევების გარეშე. ეს ასახავს როგორც საქართველოს მთავრობის ერთგულებას დემოკრატიული პრინციპების დაცვისადმი, ასევე აჩვენებს, თუ რამდენად არიან მოწადინებულები საქართველოს მოქალაქეები, მონაწილეობა მიიღონ გამჭვირვალე და სამართლიან საარჩევნო პროცესში.

შეჯამების სახით შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი. ჩვენს მიერ მიღებულმა გამოცდილებამ აქ, საქართველოში დაადასტურა ჩვენი რწმენა, რომ საქართველო დემოკრატიის ერთგულია“, – განაცხადა ფანი ლაიკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები