“მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ მათ უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო უზრუნველყვეს” – კობახიძე

“მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს იმისთვის, რომ მათ უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო უზრუნველყვეს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, არჩევნების დღემ  თვისობრივად მშვიდ გარემოში ჩაიარა.

“3111 უბნიდან, 3100-ზე მეტ უბანზე ვითარება იყო აბსოლუტურად მშვიდი. იყო რამდენიმე საარჩევნო უბანი, სადაც შემთხვევით, ისე გამოდიოდა ხოლმე, რომ ერთი და იგივე ჟურნალისტი და ერთი და იგივე ზონდერ დაჯგუფება ოპოზიციიდან ერთად ხვდებოდნენ და მაინცდამაინც იქ იწყებოდა ხოლმე არეულობა. როგორც კი ვამხილეთ ეს ფაქტი, მაშინვე შეწყდა არეულობები”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები