“თუკი რომელიმე პერიოდში ბიზნესი თავს გრძნობდა მშვიდად, ეს არის „ქართული ოცნების“ პერიოდი” – გიორგი აბაშიშვილი
“დღეს ყველაზე სტაბილურად თავს იგრძნობს ბიზნესი, რადგან თუკი რომელიმე პერიოდში ბიზნესი თავს გრძნობდა მშვიდად, ეს არის „ქართული ოცნების“ პერიოდი”, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა ისაუბრა.
„ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს პროგრესს აღიარებდა ამ პერიოდის განმავლობაში და ყველა რეიტინგში გვაქვს წინსვლა. ამ წინსვლის შეფერხება ორ რამეს შეუძლია: პირველი – არასტაბილურობა და მეორე- არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. მე ველოდები შეუქცევად განვითარებას“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.