გიორგი მარგველაშვილი ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს

“25 წლის წინ დაინგრა ათწლეულების განმავლობაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის კონფრონტაციის სიმბოლო – ბერლინის კედელი. ბერლინის კედლის დაცემამ ბიძგი მისცა სიღრმისეულ ცვლილებებს მთელ მსოფლიოში, ეს იყო ევროპის დანაწილებისა და ცივი ომის დასასრული. მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და ქართველი ხალხისა და, პირადად, ჩემი სახელით გამოვხატო მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-გერმანიის ისტორიული მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, ვსარგებლობ შემთხვევით, და გისურვებთ წარმატებას ძალზე საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო გერმანელ – ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები