რეგიონში ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აშშ ტერორისტულ დაჯგუფებებს იყენებს – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ ტერორისტულ ორგანიზაციებს რეგიონში საკუთარი ინტერესებისა და ისრაელის უსაფრთხოებისთვის იყენებს.

მისი თქმით, ტერორისტული ჯგუფი, რომელიც სარგებლობს სირიის არასტაბილურობით, ფუჭად ხარჯავს თავის ძალისხმევას დასავლური ქვეყნების მფარველობის მოსაძებნად.

„ახლა უკვე ცნობილი ფაქტია, რომ აშშ იყენებს ტერორისტულ ორგანიზაციებს რეგიონში საკუთარი ინტერესებისთვის და ისრაელის უსაფრთხოებისთვის“, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა გაერო-ს ფარგლებში წამოიწყო ინიციატივა, ისრაელზე იარაღის ყოვლისმომცველი ემბარგოს დაწესების შესახებ, რადგან ისრაელის გაძლიერებული თავდასხმები ღაზასა და ლიბანზე ყოველდღიურად ასობით ადამიანს კლავს.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ანკარას მოწოდებას, ისრაელზე იარაღის ემბარგოს შესახებ.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როგორც კაცობრიობის ალიანსი, წარმატებას მივაღწევთ და გავხსნით კარს გრძელვადიანი მშვიდობისთვის”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები