ლიბანის წარმომადგენელი: ჩრდილოეთ ღაზაში ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს

ჩრდილოეთ ღაზაში ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს და ისრაელის მთავრობა არავის არ უსმენს,- ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნაჯიბ მიქათი აცხადებს.

“ჩვენ ახლა ვუყურებთ ჩრდილოეთ ღაზას, სადაც ვხედავთ ეთნიკურ წმენდას – ეს უნდა შეწყდეს“, – უთხრა მიქათიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ლონდონში შეხვედრის დროს.

მიქათიმ აღნიშნა, რომ ღაზის ჩრდილოეთით ვითარება უარესდება, რადგან ისრაელის მთავრობა არავის უსმენს.

“არაფერი ამართლებს ომების გაგრძელებას. იარაღი უნდა დავდოთ. დიპლომატიას უპირატესობა უნდა ჰქონდეს და ჩვენ უნდა მთელი რეგიონი უფსკრულიდან უნდა ამოვიყვანოთ“, – დასძინა მან.

თავის მხრივ, ბლინკენმა თქვა, რომ აშშ ღაზაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში აქტიურად არის ჩართული .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები