პუტინი: რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით გონივრული კომპრომისებისთვის მზადაა

რუსეთი უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად გონივრულ კომპრომისებზე წასასვლელად მზად არის, მაგრამ არსებითი მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, მოსკოვი ორჯერ დათანხმდა კიევთან მოლაპარაკებას, მაგრამ საბოლოოდ მეორე მხარემ უარი განაცხადა.

“ჩვენ მზად ვართ, ვეძიოთ კომპრომისები, ჩვენ მზად ვართ ამ გონივრული კომპრომისების განსახორციელებლად, მაგრამ ახლა დეტალებზე საუბარი არ მინდა, რადგან არ არსებობს არსებითი მოლაპარაკებები და მეორე მხარე ამაზე უარს აცხადებს”,- განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი შედეგი უნდა იყოს რუსეთის სასარგებლოდ და ეფუძნებოდეს იმ რეალობას, რომელიც ვითარდება ბრძოლის ველზე.

„ნებისმიერი შედეგი უნდა იყოს რუსეთის სასარგებლოდ, გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი მორიდების გარეშე და ის უნდა გამომდინარეობდეს იმ რეალობიდან, რომელიც ვითარდება ბრძოლის ველზე”,- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები