Reauters: ტრამპის რესტრუქტურიზაციის შიშით, ევროპა ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭიროს

ევროპელი დიპლომატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ემზადებიან. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბრუნებამ, შესაძლოა, დასავლეთის მცდელობებს მოსკოვის იზოლირებასთან დაკავშირებით ძირი გამოუთხაროს, – ამის შესახებ Reauters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და ელჩებს შორის მოლაპარაკებები ორიენტირებულია რამდენიმე ინიციატივაზე, რათა უზრუნველყონ, რომ ევროპული სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში დარჩეს და მკაცრად აღსრულდეს მაშინაც კი, თუ ვაშინგტონი პოლიტიკურ გზას შეიცვლის.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონის მხრიდან რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შერბილება ევროპას რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს, რადგან შეერთებულ შტატებს გლობალური სანქციების ფართო უფლებამოსილება აქვს.

„თუ ტრამპმა პრეზიდენტობისას გააუქმა აშშ-ის სანქციები რუსეთზე, ევროპელებს უფრო მეტი მონდომება დასჭირდებათ, ევროპული სანქციების აღსასრულებლად”, – აცხადებს ამერიკელი ანალიტიკოსი, ტომ კიტინგი.

Reauters-ი წერს, რომ ევროკავშირი ახლა ცდილობს, მალე გამონახოს საშუალებები, რათა თავისი შეზღუდვები რუსეთის მიმართ გააძლიეროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები