ისრაელის თავდასხმამ სამხრეთ ლიბანში, სულ მცირე, სამი ჟურნალისტი იმსხვერპლა, როცა მათ სასტუმროში ეძინათ,- ამის შესახებ ლიბანური მედია იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, ადგილი, სადაც მამაკაცებს ეძინათ, პირდაპირი დარტყმის სამიზნე გახდა.
“ოკუპანტების მიერ ჟურნალისტების საცხოვრებელზე თავდასხმა წინასწარ განზრახული იყო. დაშავებულები არიან არაბული არხების ჟურნალისტებიც“, – განაცხადა “ალ-მაიადინის“ დირექტორმა, ღასან ბინ ჯიდომ.
ისრაელს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან, სულ მცირე, 128 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა.