საფრანგეთი ლიბანს 100 მილიონ ევროს გადასცემს

საფრანგეთი ლიბანს 100 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის კონტრიბუცია მიზნად ისახავს დევნილთა დახმარებას და ხაზს უსვამს ომის დამთავრების გადაუდებელ აუცილებლობას.

გარდა ამისა, გერმანიამ იმავე კონფერენციაზე ლიბანისთვის 96 მილიონი ევროს გამოყოფის ვალდებულება მიიღო.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს თანხები გაერო-ს სააგენტოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის გერმანიის წითელ ჯვარსა და ლიბანის ჰუმანიტარულ ფონდს, იძულებით გადაადგილებულთა მხარდასაჭერად და ლიბანის სოციალურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სტაბილიზაციას დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები