ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: ქართველებმა არჩევნებზე თავისუფლად უნდა დააფიქსირონ აზრი და გააკეთონ არჩევანი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმის გათვალისწინებით, თუ რა სურს ბრიუსელს ან მოსკოვს

ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის უფლებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხალხი არჩევნებზე გადაწყვეტს მომავალს.

„არჩევნები მალეა და მე ვფიქრობ ხალხი გააკეთებს არჩევანს, გადაწყვეტს მომავალს. ვფიქრობ, მიამიტები არ არიან. ზეწოლა მიუღებელია რუსეთიდან და ზეწოლა მიუღებელია ბრიუსელიდან. ქართველებმა არჩევნებზე თავისუფლად უნდა დააფიქსირონ აზრი და გააკეთონ არჩევანი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმის გათვალისწინებით, თუ რა სურს ბრიუსელს ან მოსკოვს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები