რატი ბრეგაძე – ოპოზიციაზე: ეს ადამიანები გვაჯერებენ იმას, რომ 122 იუსტიციის სახლი იმაზე ნაკლებია, ვიდრე 12 და 12 იმაზე მეტია, ვიდრე 122 – აი, ასეთ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე

“2012 წელს იყო 12 იუსტიციის სახლი და ახლახან გაიხსნა 122-ე იუსტიციის სახლი შროშაში. ეს ადამიანები გვაჯერებენ იმას, რომ 122 იმაზე ნაკლებია, ვიდრე 12 და 12 იმაზე მეტია, ვიდრე 122. აი, ასეთ პროპაგანდასთან გვაქვს ჩვენ საქმე”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

“ავიღოთ და შევადაროთ მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში. კარგად მოგეხსენებათ 2012 წელს მთავარი და სისტემური პრობლემა იყო წამება და არა ადამიანური მოპყრობა. დღეს ჩვენ გვაქვს პენიტენციური სისტემა, რომელშიც პატიმრებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ, საკუთარი შრომით მიიღონ შემოსავალი და მათ შორის, ონლაინ არს პატიმრების მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენა შესაძლებელი.

როდესაც ხშირად საუბრობენ ეს ვითომ პატრიოტები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ იმის გამო, რომ ოფიციალურად შევიდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში.

სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება მოვიპოვეთ ჩვენ ყველა საქმეზე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დავამტკიცეთ ჩვენი სიმართლე“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები