“მიღწეულია ისეთი შედეგები, რომლის წარმოდგენაც 2012 წელს რთული იქნებოდა ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის” – რატი ბრეგაძე

“ქართულ ოცნებას” დიდი წარმატების ისტორია აქვს, მიღწეულია ისეთი შედეგები, რომლის წარმოდგენაც 2012 წელს რთული იქნებოდა ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრო სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს.

“იუსტიციის სამინისტრო სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ეს არის, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა, სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაღალი ხარისხის სახელმწიფო სერვისების მიწოდება. ყველა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გადაიდგმება ნაბიჯები.

იუსტიციის სამინისტრო შეასრულებს წამყვან როლს ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციის პროცესში”, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები