მიხეილ სარჯველაძე: მშვიდობა დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის არის მთავარი პრიორიტეტი, ისე, როგორც კეთილდღეობა, ისე, როგორც ყველა ის მიმართულება, რაზედაც მუშაობს ამ შემთხვევაში ხელისუფლება

დღეს, ფაქტია, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, ძალიან დიდი ნაწილი აქტიურად მხარს უჭერს იმ ღირებულებებს, რისი ერთგულიც არის ხელისუფლება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მშვიდობა დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის არის მთავარი პრიორიტეტი.

„დღეს, ფაქტია, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, ძალიან დიდი ნაწილი აქტიურად მხარს უჭერს იმ ღირებულებებს, რისი ერთგულიც არის ხელისუფლება და რისი მიმართულებითაც პრიორიტეტიზაცია ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან.

ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მშვიდობა დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის არის მთავარი პრიორიტეტი, ისე, როგორც კეთილდღეობა, ისე, როგორც ყველა ის მიმართულება, რაზედაც მუშაობს ამ შემთხვევაში ხელისუფლება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები