ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ თურქეთში ტრაგიკული ტერორისტული თავდასხმის გამო. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახებს და სრული მხარდაჭერა რეჯეფ თაიფ ერდოღანს და უდრეკ თურქ ხალხს ამ დაუჯერებლად რთულ დროს“, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე თურქ ხალხს უსურვებს საკუთარ თავში მოძებნოს ძალა, იყოს ერთიანი და მშვიდობით გაუმკლავდეს ტრაგედიას. „ჩემი ფირები თქვენთან ყველასთან არის“, – დასძინა პრემიერმა.

ტერორისტული აქტი თურქეთში გუშინ მოხდა. რამდენიმე შეიარაღებული პირი ანკარაში მდებარე აეროკოსმოსური კომპანია TUSAŞ-ის ობიექტზე შეიჭრა და სროლა დაიწყო. სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 22 – დაშავდა. თურქმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელების ლიკვიდაცია მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები