მარკ რუტე: მტკიცედ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ტერორიზმს და თურქეთის გვერდით ვდგავართ

ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ანკარაში მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ნატო გმობს ნებისმიერი ფორმის ტერორიზმს და თურქეთის გვერდით დგას.

„ანკარაში დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ღრმად შემაშფოთებელი ცნობებია. ნატო ჩვენი მოკავშირე თურქეთის გვერდით დგას. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ტერორიზმს და მოვლენების განვითარებას თვალს ვადევნებთ“, – წერს მარკ რუტე X-ზე.

ცნობისთვის, ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ხუთი და დაშავებულია 22 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები