თურქეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ ანკარაში მომხდარი ტერაქტის უკან, სავარაუდოდ, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია აცხადებს, რომ ანკარაში, ავიაკოსმოსურ კომპანიაზე თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას.

„ჩვენ გავასაჯაროებთ დაღუპულთა ვინაობასა და სხვა მტკიცებულებებს, როგორც კი დადასტურდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ხუთი და დაშავებულია 22 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები