GORBI: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 60,2%-ს მიიღებდა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 60,2%-ს მიიღებდა.

დანარჩენი პარტიების რეიტინგები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 60,2%
  • „ნაციონალური მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 15,4%
  • გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანება – 9.0%
  • ხაზარაძის გაერთიანებას – 3.3 %
  • გიორგი გახარია პარტიას – 2.9 %
  • იაგო ხვიჩიას „გირჩს“ – 2.8 %
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 2.0 %
  • „პატრიოტთა ალიანსი“ „ალტ ინფოს“ – 1.9 %
  • სხვა პარტიები – 2.5 %

ამ მონაცემებით, ხუთ პროცენტიან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. გამოიკითხა 1704 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია. პოლიტიკური პარტიების პოზიციას უკვე ხვალ გაგაცნობთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები