“26 ოქტომბერს ჩვენ ისევ ერთად, ღირსეულად, სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

“26 ოქტომბერს ჩვენ ისევ ერთად, ღირსეულად, სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“2012 წლის პირველი ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება, ქართველ ხალხთან ერთად, მისი მთავარი შემოქმედის, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით იქნა მიღწეული.

უამრავი სისტემური დანაშაული ყოველდღიურობა იყო 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე. ქვეყანაში გამეფებული იყო სრული უსამართლობა და უიმედობა.

26 ოქტომბერს ჩვენ ისევ ერთად, ღირსეულად, სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები