ტრამპი პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში სქესის შეცვლის ოპერაციებს აკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სქესის შეცვლის ოპერაციებს ყველა შტატში აკრძალავს.

დონალდ ტრამპის თქმით, ის იმოქმედებს მომწამვლელი გენდერული იდეოლოგიის დასამარცხებლად და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ღმერთმა ორი სქესი შექმნა – მამრობითი და მდედრობითი.

„პირველივე დღეს მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც აიკრძალება სკოლებში კრიტიკული რასის თეორიის ან ტრანსგენდერული სიგიჟის პროპაგანდა. მე ისტორიულ ქმედებებს მივმართავ მომწამვლელი გენდერული იდეოლოგიის დასამარცხებლად და კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად, რომ ღმერთმა ორი სქესი შექმნა – მამრობითი და მდედრობითი. მე ამის საწინააღმდეგო ყველანაირ ქმედებას ავკრძალავ“, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები