ვარლამ ლიპარტელიანი: 26 ოქტომბერს საქართველო იქნება ერთიანი – „ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე 

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”, – ამის შესახებ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა მედიასთან, „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე. 

მისი თქმით, 26 ოქტომბერს საქართველო იქნება ერთიანი – „ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე.
„ყველა აქ მყოფი აცნობიერებს იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. ერთადერთი გუნდია „ქართული ოცნება”, რომელიც მშვიდობის გარანტია და ამას ხალხიც აცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, 26-ში საქართველო იქნება ერთიანი. „ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე.  ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით ევროპაშიც აუცილებლად შევალთ”, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები