ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 2025 წლის 26 იანვარს არის დაგეგმილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ბელარუსის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო.

ბელარუსის წინა საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის აგვისტოში გაიმართა. აღნიშნულ არჩევნებში ცესკოს მიერ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გამოცხადებას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა ოფიციალურად არ აღიარეს 2020 წლის არჩევნების შედეგები და ლუკაშენკოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევენ. ლუკაშენკოს, რომელიც ქვეყანას 30 წელია მართავს, ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში მეშვიდე ვადით იყრის, მაგრამ ვრცელდება ვარაუდი, რომ ის არ აპირებს ხელისუფლების დატოვება და ამიტომ თავის კანდიდატურას კვლავ წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები