ტრამპის საარჩევნო შტაბი გაერთიანებული სამეფოს მმართველ პარტიას არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპის კამპანიამ ბრიტანეთის მმართველი პარტია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უხეში საგარეო ჩარევაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ “სიენენი” წერს.

ტრამპის საარჩევნო შტაბმა ფედერალურ საარჩევნო კომისიას (FEC) შესაბამისი საჩივრით მიმართა, რომელშიც მოყვანილია მედიაში გავრცელებული ცნობები „ლეიბორისტულ პარტიასა“ და ჰარისის საარჩევნო შტაბის კონტაქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, საჩივარში საუბარია იმაზე, რომ გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტულ პარტიასთან“ დაკავშირებული პირები იმყოფებოდნენ აშშ-ში კამალა ჰარისის მხარდამჭერი კამპანიისთვის. ტრამპის გუნდის აზრით, ეს ცნობები ქმნის საფუძვლიან დასკვნას, რომ „ლეიბორისტულმა“ პარტიამ გააკეთა, ხოლო ჰარისის შტაბმა მიიღო უკანონო უცხოური კონტრიბუციები.

FEC-ის წესების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ გაატარონ კამპანია აშშ-ის საარჩევნო კანდიდატისთვის, მაგრამ მხოლოდ არაანაზღაურებად მოხალისედ.

“ლეიბორისტულ პარტიას“ ჰყავს მოხალისეები, რომლებიც ყოფილან ძალიან ბევრ არჩევნებზე. ისინი ამას თავისუფალ დროს აკეთებენ როგორც მოხალისეები. ვფიქრობ, ისინი იქ სხვა მოხალისეებთან რჩებიან“, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები