თურქეთში ტერორისტული აქტი მოხდა – არის მსხვერპლი

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ტერორისტული აქტი მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე – დაშავდა, – ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი ერლიკაია ავრცელებს.

როგორც მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ტერორისტული აქტი თურქულ აეროკოსმოსურ ობიექტ „თუსაშში“ მოხდა.

აფეთქებებისა და სროლების ხმაზე ადგილზე უსაფრთხოების ძალები, მეხანძრე-მაშველები და სამედიცინო ჯგუფები მალევე გაიგზავნა.

„სამწუხაროდ, ამ თავდასხმის შედეგად გვყავს გარდაცვლილები და დაშავებულები. ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი მიცვალებულები და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩვენს დაჭრილებს“, – დაწერა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

თავდასხმის შემდეგ პარლამენტის გენერალური ასამბლეის სხდომა, სადაც ლიბანის რეზოლუცია განიხილებოდა, გადაიდო.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები