“ჰეზბოლამ” თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები ისროლა

“ჰეზბოლამ“ ისრაელის ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, საფრთხის გამო განგაშის სიგნალები ჩაირთო მიმდებარე ქალაქებშიც, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ავრცელებენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ნასროლი შორ მანძილზე მფრენი ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ წარმატებით გაანეიტრალა. ასევე, ლიბანიდან ქალაქ ჰაიფას მიმართულებით 25 რაკეტა ისროლეს, რომელთა უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.

გავრცელებული ცნობით, რაკეტების ნამსხვრევებმა გარკვეული დაზიანება გამოიწვია.

პარალელურად, “ჰეზბოლას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარაკეტო იერიში განხორციელდა თელ-ავივის გარეუბანში მდებარე გლილოტის სამხედრო დაზვერვის ბაზის წინააღმდეგ.

“ჰეზბოლას“ განცხადების თანახმად, თავდასხმა ასევე განხორციელდა მანარას დასახლებაში, ისრაელის სამხედროების შეკრების ადგილზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები