გიორგი კახიანი: მინდა ვთხოვო ყველას, ვინც ჩვენს პოლიტიკას იზიარებს, ხვალ მობრძანდეს თავისუფლების მოედანზე და ერთად ვანახოთ მთელ მსოფლიოს ძალა, რომელიც ჩვენ გვაქვს

“მინდა ვთხოვო ყველას, ვინც ჩვენს პოლიტიკას იზიარებს, ხვალ მობრძანდეს თავისუფლების მოედანზე და ერთად ვანახოთ მთელ მსოფლიოს ძალა, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ, ქვეყნის გარეთ ნახავენ, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს “ქართულ ოცნებას”.

„ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მთელი თავისი მმართველობის პერიოდში უზრუნველყო მშვიდობა. ამ ურთულეს პირობებში უზრუნველვყავით ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები სხვადასხვა თვალსაზრისით.

ხვალინდელი შეხვედრა ბუნებრივია ერთი მხრივ იქნება დემონსტრირება ამ მხარდაჭერისა. რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურ პარტიას ჰქონდა შეკრება და ისიც კი ვერ გაბედეს, რომ ამისთვის დაერქმიათ პარტიული შეკრების სახელი, რაც რეალურად იყო. იქ მოსული მხარდამჭერების რაოდენობა იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე თავად ელოდნენ. ამის საპირისპიროდ თქვენ ნახავთ ხვალ რა მდგომარეობა იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ნახავენ ქვეყნის გარეთაც, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“.

მე მინდა ვთხოვო ყველას, ვინც ჩვენს პოლიტიკას იზიარებს, ხვალ მობრძანდეს თავისუფლების მოედანზე და ერთად ვანახოთ მთელ მსოფლიოს ძალა, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ხვალ, თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები