ეუთო მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს აკრიტიკებს

ეუთო მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ წინასწარ დასკვნას აკრიტიკებს.

“20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი კარგად ორგანიზებული იყო, მონაწილე კანდიდატებს აგიტაციის წარმოება თავისუფლად შეეძლოთ, თუმცა უკანონო საგარეო ჩარევისა და აქტიური დეზინფორმაციის საფრთხე არსებობდა. ამან პროცესის მთლიანობა დაარღვია. გარდა ამისა, კანდიდატები წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი პირობებით არ სარგებლობდნენ”, – ნათქვამია დასკვნაში.

ეუთო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ერთდროულად ჩატარება და აგრეთვე მედია საქმიანობა, რომელიც მოქმედ მთავრობას ემხრობოდა, თანაბარ შესაძლებლობებს არ ქმნიდა.

ეუთო-ს დასკვნის თანახმად, საინფორმაციო გადაცემები მხოლოდ შეზღუდულად აშუქებდნენ საარჩევნო კამპანიას. მონიტორინგს დაქვემდებარებულ საინფორმაციო და სარედაქციო პროგრამებში დებატების გარდა, მოქმედმა პრეზიდენტმა ყველაზე დიდი გაშუქება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები