ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი რუსეთის ქალაქ ყაზანში ორგანიზაცია BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ინდოეთი აფასებს მჭიდრო თანამშრომლობას BRICS-ის ფარგლებში, რომელიც დიალოგისთვის მნიშვნელოვან ადგილად იქცა ისეთი საკითხების განხილვისთვის, რომელიც გლობალური დღის წესრიგის განვითარებასა და რეფორმირებას, კლიმატის ცვლილებების, ეკონომიკურ თანამშრომლობას, მიწოდების მყარი ჯაჭვების შექმნას, კულტურული და ადამიანებს შორის კავშირების უზრუნველყოფას ეხება“, – განაცხადა მოდიმ.

მოდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ყაზანში ინდოეთსა და რუსეთს შორის განსაკუთრებულ და პრივილეგირებულ სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ყაზანში აგრეთვე ელოდებიან ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპნის, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს და სხვა ქვეყნების ლიდერებს.

BRICS-ის სამიტი რუსეთში დღეს გაიხსნება და 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები