ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი: საქართველო სწორი, ევროპული მიმართულებით მიდის, ვაკვირდები რეიტინგებს და ვფიქრობ, რომ ქართველები ისევ იტყვიან თავის სიტყვას და ისევ მმართველი პარტია გაიმარჯვებს

საქართველო სწორი, ევროპული მიმართულებით მიდის, ვაკვირდები რეიტინგებს და ვფიქრობ, რომ ქართველები ისევ იტყვიან თავის სიტყვას და ისევ მმართველი პარტია გაიმარჯვებს,- ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაური ლაატსიმ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველო მალე შეუერთდეს ევროკავშირს.

„მე არ ვიტყოდი, რომ საქართველომ მკვეთრად შეცვალა საგარეო კურსი. ის სწორი მიმართულებით მიდის, ევროპული მიმართულებით და თუ შევხედავთ მმართველი პარტიის ნაბიჯებს, ისინი 12 წელია მართავენ ქვეყანას. სხვადასხვა რეიტინგებს ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ შემდეგ კვირას ქართველები ისევ იტყვიან თავის სიტყვას და ისევ ეს პარტია გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება, სად მდებარეობს საქართველო გეოგრაფიულად და ჩვენს ქვეყნებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო მალე შემოუერთდეს ევროკავშირს. თუკი ჩვენ ჩვენი ნაბიჯებით საპირისპირო მხარეს ვუბიძგებთ, ეს ქვეყანას ავნებს. ეს ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური თვალსაზრისით, თავდაცვის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, არსებობს კითხვები კანონთან დაკავშირებით, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს პრორუსული კანონია, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ლგბტ-თემზე, მაგალითად იტალიაში ახლახან მიიღეს კანონი, რომელიც ერთსქესიან წყვილებს შვილის აყვანის უფლებას აღარ აძლევს. ასე, რომ ჩვენ ევროპაში ამ პოლიტიკასთან კითხვები არ გვაქვს. რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, თუ ჩვენ შევხედავთ რუსეთს, რა თქმა უნდა, ასე არ შეიძლება მუშაობა, მაგრამ მეორეს მხრივ, სახელმწიფომ როგორღაც ხომ უნდა დაიცვას თავი უცხოური ფულისგან?! რა თქმა უნდა, უნდა დაიცვას და თუ ჩვენ შევხედავთ ესტონეთს, ჩვენ ეს საკითხი სხვანაირად დავარეგულირეთ“,- განაცხადა ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაური ლაატსიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები