დიდი ბრიტანეთი უკრაინას 2,94 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის სესხის სახით 2,94 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით დაიფარება,- ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

მათი განმარტებით, ეს თანხა არის ბრიტანეთის წილი უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტიდან, რომელზედაც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ.

უკრაინას ექნება შესაძლებლობა, აღნიშნული 2,26 მილიარდი საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიისა და სხვა იარაღის შესყიდვის დასაფინანსებლად გამოიყენოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები