ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა,- ამის შესახებ ბლინკენმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„მივემართები ისრაელისკენ და ახლო აღმოსავლეთის სხვა „გაჩერებებზე“ ღაზაში ომის დასრულების, მძევლების ოჯახებში დაბრუნებისა და პალესტინელი ხალხის ტანჯვის შემსუბუქების შესახებ ინტენსიური დისკუსიისთვის“, – წერს ბლინკენი.
ბლინკენი მოლაპარაკებებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და სხვა ლიდერებთან გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მეთერთმეტედ ჩავიდა.