ისრაელმა ბეირუთში, საავადმყოფოს ქვეშ „ჰეზბოლას“ ბუნკერი აღმოაჩინა, სადაც დაჯგუფება 500 მილიონ დოლარზე მეტ ოქროსა და ნაღდ ფულს ინახავს

ისრაელმა ბეირუთში მდებარე საავადმყოფოს ქვეშ „ჰეზბოლას“ ბუნკერი აღმოაჩინა, სადაც ტერორისტული დაჯგუფება 500 მილიონ დოლარზე მეტ ოქროსა და ნაღდ ფულს ინახავს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

პრესკონფერენციაზე ჰაგარიმ აჩვენა „ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერის, ჰასან ნასრალას ერთ-ერთი ბუნკერი, რომელიც ბეირუთში, საჰელის საავადმყოფოს ქვეშ მდებარეობს.

“ბუნკერი განზრახ არის მოთავსებული საავადმყოფოს ქვეშ და ინახავს ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტ ნაღდ ფულსა და ოქროს”, – თქვა მან.

პრესკონფერენციის დროს ჰაგარიმ დეტალურად აღწერა, თუ როგორ გადასცემს ირანი ფულს „ჰეზბოლას“ და რა გზებით აფინანსებს დაჯგუფება თავის ოპერაციებს.

თავდაცვის ძალების სპიკერმა ეს დეტალები მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ისრაელმა გუშინ „ჰეზბოლას“ ფინანსურ ინსტიტუტებზე იერიში მიიტანა. როგორც ცნობილია, საჰელის საავადმყოფოდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის ძალებში კი განაცხადეს, რომ საავადმყოფოზე თავდასხმა არ განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები