ზელენსკი: აშშ უკრაინაში დრონების წარმოებისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინაში დრონების წარმოებისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს ცნობილია შეერთებული შტატების მიერ უკრაინის მხარდამჭერი ახალი გადაწყვეტილების შესახებ. ახალი თავდაცვის პაკეტი. თანხა 400 მილიონი დოლარია. კიდევ ერთი ცალკეული პაკეტი მზადდება – უკრაინული დრონების წარმოების დაფინანსებისთვის, 800 მილიონი დოლარი. უკრაინა ამ მხარდაჭერისთვის მადლიერია. ჩვენ გვჭირდება, რომ მსოფლიოში არსებული ნებისმიერი პოლიტიკური საფრთხის მიუხედავად, უკრაინამ თავისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა შეძლოს. ეს აუცილებლად მოხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები