“ჩვენ უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ” – მაია სანდუ

ჩვენ უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ, – ამის შესახებ მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს.

„მოლდაველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა: ჩვენი მომავალი ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში იქნება დაფიქსირებული. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის შენების თავისუფლებისთვის“, – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,28%-მა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები