“ბოლო განცხადებები, რაც გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, პირდაპირ მიუთითებდა, რომ აქ სიტუაციის ე.წ. დალაგება-ჩამოყალიბებაში ევროკავშირი პირდაპირ ჩართულია” – ქადაგიშვილი

“ბოლო განცხადებები, რაც გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, პირდაპირ მიუთითებდა, რომ აქ სიტუაციის ე.წ. დალაგება-ჩამოყალიბებაში ევროკავშირი პირდაპირ ჩართულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა,
საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი ორი რამით გამოირჩევა.

“ერთი, ეუთო/ოდირის დასკვნით, სადაც წერია, რომ ნორმალური წინასაარჩევნო გარემოა, მაგრამ ამავდროულად გვეუბნებიან, რომ არის გარკვეული პოლარიზაცია. სწორედ ამ პოლარიზაციის ერთ-ერთი „დამბუსტავი“ გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი თავისი განცხადებებით და ქმედებებით, რომლებიც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგაა მიმართული. იმის მაგივრად, რომ ის იყოს ნეიტრალური, არის პირდაპირ ოპოზიციური და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ საარჩევნო პროცესებში საგარეო ჩარევას, რაც ძალიან უხეში და თვალშისაცემია, არღვევს დემოკრატიის, ქვეყნის სუვერენიტეტის, ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის პრინციპს, ევროპული დემოკრატიის საფუძვლებს. გამომდინარე აქედან, ბოლო განცხადებები, რაც გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, პირდაპირ მიუთითებდა, რომ აქ სიტუაციის ე.წ. დალაგება-ჩამოყალიბებაში ევროკავშირი პირდაპირ ჩართულია, რომელიც უკვე თვით ევროკაშირისთვისაც აღმაშფოთებელი აღმოჩნდა. ამიტომ მათ მოუწიათ ამ განცხადების გაკეთება, რითაც დეზავიურებული იქნა სალომე ზურაბიშვილის განცხადება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისი ქარტიის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები