“მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ ხალხს არავინ არაფერს ეკითხება – ევროკავშირს და უცხოურ ძალებს ხალხის მოსაზრება არ აინტერესებთ” – მაჭარაშვილი

“მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ, სამწუხაროდ, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება – ევროკავშირს და უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლები იყვნენ, ხალხის მოსაზრება არ აინტერესებთ!”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სად გაწევრიანდება და სად – არა, ვის აირჩევს და ვის – არა.

“ფაქტია, რომ მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები აგებულია ტყუილზე და ეს მათ შორის მოლდოვას მაგალითზე გამოჩნდა.

მოლდოვაში საუბარი არ არის 90%-10%-ზე ან 95%-5%-ზე, რა სურათსაც ევროკავშირში ხატავდნენ. არ შეიძლება, მოქალაქეთა არც ერთი ჯგუფის ინტერესების უგულებელყოფა მოხდეს. როდესაც საუბრობ, რომ ქვეყანაში გაწევრიანების მომხრეა აბსოლუტური უმრავლესობა და რეალური სურათი არის სულ სხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ იტყუები!

ასეთივე ტყუილებია საქართველოსთან დაკავშირებით, როცა საერთაშორისო დასკვნები აჩვენებს, რომ ქვეყანა ვითარდება, მაგრამ ამბობენ, რომ აქ არის ანტიდემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები