დღეს დილით, რუსმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ სექტორზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ნაწილობრივ დაინგრა საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობა,- ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებს.
მისივე თქმით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა საცხოვრებელი კორპუსები და მანქანები დააზიანა. დაშავდა 7 ადამიანი, რომელთაგან ორი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.