რომი-თბილისის მიმართულებით ავიარეისი 24 საათის დაგვიანებით შესრულდა
ავიაკომპანია “ალიტალიას” რეისი რომი-თბილისის მიმართულებით 24 საათის დაგვიანებით შესრულდა. კომპანიის წარმომადგენლებს განმარტება არ გაუკეთებიათ და მათთვის ფრენის გადადების მიზეზი უცნობია.
მგზავრების განცხადებით, ფრენა 4-ჯერ გადაიდო, რის გამოც მათ აეროპორტის დატოვება და სასტუმროში დაბინავება რამდენჯერმე მოუწიათ. მათივე განცხადებით, კომპანია მათ რეისის გადადების გამო დამატებითი ხარჯების ანაზღაურებას დაჰპირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრენა ავიაკომპანიის ფინანსური პრობლემების გამო გადაიდო.