შალვა პაპუაშვილი: ცდილობენ, სარწმუნოება ჩაგვინაცვლონ ფსევდო-იდეოლოგიებით, ტრადიცია – ტრენდით, სამშობლო – ტერიტორიით, სუვერენიტეტი – მორჩილებით, ეროვნული ინტერესი – სხვების მაამებლობით

პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში დავაბრუნეთ – რწმენა, ტრადიცია, სამშობლო, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესი – იდეალები, რომლებსაც ესწრაფოდა ჩვენი მშობლების თაობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ის იდეალი დააბრუნა, რომლის ჩანაცვლებასაც, წლებია ცდილობენ. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე წლიანი თავდაუზოგავი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველო თავაწეული, ღირსეულად შეუერთდეს ევროპულ ოჯახს.

„დავაბრუნეთ ყველა ის იდეალი, რის ჩანაცვლებასაც წლებია ცდილობენ. ცდილობენ, რომ სარწმუნოება ჩაგვინაცვლონ ფსევდო-იდეოლოგიებით, ტრადიცია – ტრენდით, სამშობლო – ტერიტორიით, სუვერენიტეტი – მორჩილებით, ეროვნული ინტერესი – სხვების მაამებლობით.

გვრჩება კიდევ რამდენიმე წლის თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობიანი შრომა, იმისთვის, რომ საქართველო თავაწეული, ღირსეულად შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და არავინ შემოგვხედოს ისე, თითქოს საქმე სახვეწრად და დასამადლებლად გვქონოდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები