“უსამშობლოთა ტექნიკური მთავრობა თუ უსამშობლოთა რადიკალური ოპოზიცია, რა კონფიგურაციით იქნება დასახელებული, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს” – იონათამიშვილი
“სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, რადიკალური ოპოზიცია არის კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ მათგან ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერი გაგვიკვირდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა.
“როგორც ჩანს, ეს რეალურად ნამდვილად ასეა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ნამდვილად ლოგიკური მოლოდინი, რომ ე.წ. ტექნიკურ მთავრობაში სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის მინისტრად დაასახელებს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის მინისტრად ახალაიას, შინაგან საქმეთა მინისტრად ვანო მერაბიშვილს და ა.შ.
ამ ადამიანებისთვის არ იცვლება არც სახელი და გვარები და არც ის “ღირებულებები“, რის ირგვლივაც ისინი მოქმედებენ. ამიტომ, უსამშობლოთა ტექნიკური მთავრობა თუ უსამშობლოთა რადიკალური ოპოზიცია, რა კონფიგურაციით იქნება დასახელებული, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გარდა ერთისა – ჩვენი საზოგადოება უფრო მარტივად დაინახავს, რომ სინამდვილეში რადიკალური ოპოზიცია, ეს არის კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გასამართლებაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისთვისაც”, – აღნიშნა დეპუტატმა.