„ქართული ოცნების“ დელეგატი – გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი – გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭიორის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. გოჩა ენუქიძემ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრა ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე სოფელში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დელეგატმა მოსახლეობას არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.